ვითარება ირანსა და ლიბანში

12:31, 29.04.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარებაა კვლავ დაძაბულია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ამერიკა-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ჰორმუზის სრუტის დატოვებას ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე გემი ახერხებს. პარალელურად კი ისრაელსა და ლიბანს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ მედიკოსებიც. მათივე ცნობით, ასევე დაიჭრა სამაშველო ჯგუფთან ერთად მყოფი ორი ლიბანელი ჯარისკაცი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მათი განცხადებით, გვირაბები ტერორისტული დაჯგუფების მიერ ირანის „პირდაპირი ხელმძღვანელობით“ აშენდა.

მსგავსი