ვითარება „ჰორმუზის სრუტეში“ - ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპის განცხადებით, 13 აპრილს, შტატების დროით დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები „კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია“. მისივე განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა. ტრამპმა საზღვაო ძალებს დაავალა, დაბლოკონ ყველა გემი, რომელიც ირანს გადასახადს უხდის და გაანადგურონ ირანის მიერ სრუტეში ჩადებული ნაღმები.