ვითარება დნესტრისპირეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს. მოლდოვის პრეზიდენტის ბრძანებით კი, დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო, ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

დატოვე კომენტარი