ვითარება „დარიალის“ ნეიტრალურ ზონაში - შსს-ს განცხადება
მძიმე კრიმინალური წარსული და არავალიდური დოკუმენტაცია – ასე აღწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ 87 პირს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, „დარიალის“ გამშვები პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი საკუთარ თავს უკრაინის მოქალაქედ აცხადებს და ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა, უსაფრთხოების მიზეზებით მათ საქართველოში არ უშვებენ.
ქართული მხარე ოფიციალურ კიევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს – თემაზე მთელი დღის განმავლობაში გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.