ვითარება ბელარუსში

ოცდამეორე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა გამოყენეს.

მორიგი აქცია ალექსანდრ ლუკაშენკოს დაბადების დღეს დაემთხვა. აქციის მონაწილეები მის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ – „წადი!“. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი. 125-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.