ვითარება ბახმუტში

„ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ“,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში იმყოფებიან და ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ასევე კერძო სექტორზე კონტროლს ინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს. მოგვიანებით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.