ვითარება ავღანეთში

„თალიბანის“ კონტროლის დამყარების შემდეგ, ავღანეთში შექმნილ ქაოტურ ვითარებას საპროტესტო აქციებიც დაერთო. არის მსხვერპლი. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის ეროვნული დროშის შეცვლა დააანონსა.

პარალელურად, წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებას ცდილობენ ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც. ყოველდღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ყველა საშუალების გამოყენებით ცდილობენ. ქაბულის აეროპორტთან ჭყლეტის შედეგად მოქალაქეები დღესაც დაშავდნენ.

„თალიბანი“ ქვეყნიდან გაქცევის მსურველთა შეკავებას ცდილობს, თუმცა ადგილობრივებს მათი დაპირებების არ სჯერათ. 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ექსტრემისტული დაჯგუფების მმართველობის აღდგენა და ავღანეთში შექმნილი ახალი რეალობა საერთაშორისო დღის წესრიგში რჩება. „თალიბანი“ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს.