ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან გასცა „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის ბრძანება“.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით „კმაყოფილი არ იყო“.