ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბრენტის ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და 80-მდე დოლარი გახდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფასებმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს. ჯერ კიდევ პარასკევს, ბირჟებზე ბარელის ფასი 73 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება რეალიზებული მსოფლიოს ნავთობის 20%-ის ტრანსპორტირება.
ოქროს ფასები ერთთვიან მაქსიმუმზეა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შესაძლოა მომდევნო ოთხი კვირა გაგრძელდეს, გაურკვევლობამ აქციების ფასების დაცემა განაპირობა აზიის ბირჟებზე. იაპონური აქციებისა და იენის ფასი შემცირდა, თუმცა გაიზარდა სახელმწიფო ობლიგაციების ღირებულება. ნიკეის ინდექსი დღეს 874 პუნქტით დაეცა. ჰონგ-კონგის აქციების ინდექსი 2%-ით დაეცა. ჩინური აქციების ინდექსი ჯერჯერობით უცვლელია.