ვითარება ახლო აღმოსავლეთში

„ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის, – ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, „ჰამასისგან“ ისრაელს ასევე უნდა მიეღო მოთხოვნა, რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.

ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან „ჰამასის“, კატარისა და აშშ-ის წარმომადგენლები. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 30 400-ს გადააჭარბა.