ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, კვლავ არ სრულდება დროებითი ზავის მთავარი პირობა. ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია. ირანის სულიერი ლიდერი, რომელიც არჩევიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა, მუქარის შემცველ წერილს ავრცელებს. „ისლამის არმია მამაცურად იცავს თავის წყლებს, მიწასა და დროშას, აშიშვლებს ურწმუნოებისა და ამპარტავნების სისუსტეს, ირანის ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს,“ – ნათქვამია მოჯტაბა ხამენეის მიმართვაში.

აშშ-ის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ თეირანს ვაშინგტონის შანტაჟის უფლებას არ მისცემს. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ მკაცრი პოზიციით „ირანთან ძალიან კარგი საუბრები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებებლების მორიგი შეხვედრა ისლამაბადში ორშაბათს გაიმართება. თუმცა,  ამ ინფრორმაციას ირანის საგარეო უწყება არ ადასტურებს.