ვითარება ახლო აღმოსავლეთში
უკვე 36 დღეა, ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარებაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ირანში საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და რაკეტების შესანახ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამასთან, დასახლებულ პუნქტში რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, გასული ღამის განმავლობაში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელში სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ცეცხლის 48-საათით შეწყვეტას გულისხმობს. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.