ვითარება ახლო აღმოსავლეთში    

ვითარება ისევ რთულია ახლო აღმოსავლეთში – დაიბომბა ირანში მდებარე ფოლადის ქარხანა. ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ დარტყმებს კი შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. კონფლიქტის დაწყებიდან ლიბანში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულია. შტატებისა და ისრაელის ავიადარტყმებზე საპასუხოდ თეირანი სპარსეთის ყურის ქვეყნების დაბომბვას აგრძელებს.

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით თავდასხმის შემდეგ „მასშტაბური ხანძარი“ გაჩნდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის. პარალელურად, ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა გატაცება ირანთან მიმდინარე ომს.