ირანის წინააღმდეგ აშშ-ს და ისრაელის ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. დღეს გამთენიისას ირანის დედაქალაქ თეირანში და ირანის სხვა რეგიონებში მასშტაბური აფეთქებების ხმა ისევ გაისმა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ირანში 12 000-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს, შტატებმა კი 9 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. კონფლიქტის განმავლობაში ირანში 1 464 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 217 ბავშვი.
სამიზნე ხდება დატვირთული სამოქალაქო უბნები. ირანში აცხადებენ, რომ აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს დაესხნენ თავს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიუხედავად, რადიაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა. ამ დრომდე გაურკვეველია, განათავსებს თუ არა სახმელეთო ჯარებს ირანის წინააღმდეგ აშშ, თუმცა, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირებისა და არა თვეების განმავლობაში.