ვითარება ახლო აღმოსავლეთში

კვლავ დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. გასულ ღამეს ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელზე, ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე. ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ რაკეტები გაუშვეს როგორც ისრაელის მიმართულებით, ასევე იმ სამხედრო ბაზებზე, სადაც აშშ-ის ძალები არიან განთავსებული ქუვეითში, იორდანიაში და ბაჰრეინში. ლიბანში კი ისრაელის იერიშების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა გახდა.