ვითარება ახლო აღმოსავლეთში

12:25, 16.03.2026

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს დაესხნენ თავს. თავდასხმები სამ სხვადასხვა ბაზაზე განხორციელდა. ქუვეითში მდებარე ალი ალ სალემის სამხედრო ბაზაზე კი, სადაც ამერიკელი და იტალიელი სამხედროები არიან განლაგებული, დრონებით შეტევა მოხდა. შედეგად ანგარი დაზიანდა და განადგურდა იტალიური დრონები, რომლებიც ოპერატიული მისიების შესასრულებლად გამოიყენებოდა. იტალიურ მხარეს არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა დრონი, რომლითაც ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.

ბღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი ხუთი ადამიანი დაშავდა. დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და საწვავის ავზი დაზიანდა. აეროპორტმა ფრენების დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადა. პარალელურად, ისრაელი ირანში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს და აცხადებს, რომ რეჟიმის დასუსტება გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანსა და მის შემოგარენში.

მსგავსი