აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებს და რამდენიმე სამხედრო ხომალდს აგზავნის. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი“ სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. სარდლობამ მოითხოვა სწრაფი რეაგირების სადესანტო ჯგუფის გაგზავნა, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე ხომალდისა და დაახლოებით ხუთი ათასი საზღვაო ქვეითისგან შედგება. იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება სადესანტო ხომალდი „ტრიპოლი“, რომლის ბორტზეც საზღვაო ქვეითები იმყოფებიან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რეგიონში ამერიკელი საზღვაო ქვეითები უკვე არიან დისლოცირებულები, დამატებითი ძალები კი შტატების ომის დეპარტამენტის მოთხოვნით იგზავნება. გამოცემა წერს, რომ აშშ-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ირანის თავდასხმებმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების პარალიზება, მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია.