ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ რაკეტები გაუშვა ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს ერთობლივი კოორდინირებული დარტყმა მიაყენეს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ბეირუთში, ერთ-ერთ სანაპიროზე, საჰაერო დარტყმის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაიჭრა. პარალელურად, კატარში აცხადებენ, რომ ირანიდან გაშვებული ცხრა ბალისტიკური რაკეტიდან რვა გაანეიტრალეს — მეცხრე დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა.

ირანის იერიშებს იგერიებდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც. ომანში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე საწვავის ავზები გახდა. დაძაბული ვითარებაა თეირანშიც— ირანული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა დედაქალაქში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყეს, არის მსხვერპლიც.