ვითარება ახლო აღმოსავლეთში
აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ათი დღე გავიდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში დარტყმებს აგრძელებენ. თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბეს. ამასთან, ისრაელი აგრძელებს იერიშებს ლიბანზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, დაიღუპა 1 700-ზე მეტი ადამიანი, 1 000-ზე მეტი კი დაშავდა.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლის შემდეგ, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შედეგად ირანში 1 205 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის 194 ბავშვი. ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად კი 486 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ისრაელში დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა – მის შემცვლელად აირჩიეს. თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი სულიერი ლიდერის არჩევას ზეიმობს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მოჯტაბა მამამისზე უარესი იქნება.