ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

12:05, 09.03.2026

ისრაელმა ირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია: მასშტაბური საჰაერო იერიშები მიმდინარეობს ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე ირანის დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. მანამდე კი გასული კვირის განმავლობაში ისრაელმა ირანზე დაახლოებით 3 400 დარტყმა განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, მათ 150-ზე მეტი ირანული თავდაცვითი სისტემა გაანეიტრალეს, ახლა ისრაელი ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა და რეჟიმის ძირითად საწარმოო ობიექტებზე აფართოებს თავდასხმებს. რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ირანთან ომში მეშვიდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

მსგავსი