ვითარება ახლო აღმოსავლეთში – კირ სტარმერის განცხადება

15:12, 02.03.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს. კირ სტარმერის თქმით, ლონდონი მიიჩნევს, რომ კრიზისის გამოსავალი მოლაპარაკებებშია – კერძოდ შეთანხმებაში, რომლითაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ“ ქმედებებად შეაფასეს.

კირ სტრარმერის, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა მზადაა, ნაბიჯები გადადგან რეგიონში საკუთარი და მოკავშირეთა ინტერესების დასაცავად. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი მწუხარება გამოთქვა ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.

მსგავსი