ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულია – მასშტაბები ფართოვდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი მატულობს. აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 555 ადამიანია დაღუპული, – აცხადებენ ირანში. ირანი ასევე იუწყება, რომ დაბომბილია მათი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტი.

პარალელურად, კვიპროსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა, თუმცა, კვიპროსი რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს.

უახლესი ცნობებით ლევან ახალაია გვიერთდება პირდაპირ ეთერში.