ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთულია – ისრაელსა და ირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მეექვსე დღეა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს თეირანის მახლობლად მდებარე რაკეტების საწარმოზე. დაიბომბა ასევე უნივერსიტეტი, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან გარკვეული კავშირი ჰქონდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა 13 ივნისიდან მოყოლებული, ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა. დარტყმები ქვეყნის 40 სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა და 19 000-მდე განცხადება მიიღეს ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ. დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, 3800-ზე მეტი პირი კი, კვლავ ევაკუაციაშია.
ირანის სულიერმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ ძლიერი პასუხი უნდა გასცენ სიონისტურ რეჟიმს და რომ არ იქნება მათი დანდობა. მანამდე კი განაცხადა, რომ ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება.
ღამის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებითი ბალისტიკური რაკეტების სერია რამდენჯერმე გაუშვა. ირანში დაღუპულია სულ მცირე 224 ადამიანი.