ვიტალი კლიჩკოს მიმართვა

უკრაინის დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადება. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მიმართა. ადგილობრივების უსაფრთხოების, ასევე ქალაქის ფუნქციონირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მერიამ და საკრებულომ გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად სხდომა გამართეს. კიევის მერის თქმით, ქალაქი საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრებას აგრძელებს და დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი ისევ აქტიურად მუშაობს.