ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მე-2 ვადით ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. ის ფედერაციას კიდევ ოთხი წელი უხელმძღვანელებს. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა „სასტუმრო პარაგრაფში“ ჩატარდა და 40 დელეგატიდან 38 ესწრებოდა. სანიკიძე არჩევნებზე ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი იყო.