უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უარს ამბობს ბრიუსელის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბლოკმა უკრაინას 800 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება უნდა გამოუყოს. მისი თქმით, ეს გზა ევროპას ასუსტებს და ეკონომიკური კრახისკენ მიჰყავს.