ვიქტორ ორბანის განცხადება

„ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაშლა ემუქრება“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ორბანი ამბობს, გაერთიანება წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით. „ბრიუსელელი ბიუროკრატები ხელში იგდებენ სადავეებს, მაშინ, როცა მთელი სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ სუვერენული წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხებისთვის ემსახურა. დროა ისეთი კავშირის, რომელიც თავის ერებს ემსახურება, სუვერენიტეტს აფასებს და მოქალაქეებს პირველ ადგილზე აყენებს,“ – წერს უნგრეთის პრემიერი.