ვიქტორ ორბანის გამოხმაურება
„რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა“ – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, სადაც ევროპაში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ევროპა ახლა ორი არჩევანის წინაშეა. ჩვენ შეგვიძლია, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და საბოლოოდ გავერთიანდეთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად, ბრიუსელელი ბიუროკრატების ჩათვლით. ეს ომის მომხრე ლიდერებისგან მოითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ გასულ სამნახევარ წელიწადში მათ გაფლანგეს ევროპელების მიერ ნაშოვნი ფული იმ ომში, რომლის მოგებაც ბრძოლის ველზე შეუძლებელია. მეორე გზა პირდაპირ ომში მიდის. თუ ევროპის ომის მომხრე ლიდერები გააგრძელებენ ფულისა და იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ისინი გზას გაუხსნიან ევროპისა და რუსეთის კონფლიქტს,“ – წერს ორბანი.