ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს, რომლის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს ზელენსკი პუტინს. სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა მისი ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის სამხედო ფორმაშია გამოწყობილი.

ყოფილი დეპუტატი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან გაქცევა მოახერხა. მედვედჩუკის დაკავებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება, რადგან რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ როგორც ადამიანს, რომელიც ომის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.