ვინ გახდება ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი

ვინ გახდება ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი – ვაკანტურ თანამდებობაზე 17 აპლიკანტია რეგისტრირებული. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენის ვადა ამოწურულია. მსურველებს შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც კანდიდატად „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ დაასახელა.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც, განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მოგვიანებით პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს.