უკრაინის წინააღმდეგ გააქტიურებული ავიაიერიშები და ამერიკის შეცვლილი ტაქტიკა მოსკოვის მიმართ – სანქციებით მუქარის ფონზე დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ადასტურებს. თანხის გადახდა ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, რის გამოც ევროპელ ლიდერებს ახლა თანხების მობილიზება უწევთ. რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენა ამერიკის პრეზიდენტისადმი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა ომში მყოფ ქვეყანაში შეიარაღების გაგზავნის ტრამპისეული მიდგომის მიმართ ცალკეული ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. გავრცელებული ცნობით, კიევისთვის ამერიკული იარაღის შეძენაზე ამ ეტაპზე თანხმობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აცხადებს.