ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ერთა ლიგაზე საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩამდე რამდენიმე დღე რჩება. ეროვნული ნაკრები 17 მარტს შეიკრიბება. პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო, ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ. სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.

20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.