გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს. ბოლო მატჩს ის რუმინეთთან ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაკრების კაპიტანმა დღეს თავად განაცხადა. კაშიამ ნაკრებთან გატარებული 17 წელი შეაჯამა. მთავარმა მწვრთნელმა მას მადლობა გადაუხადა.

ვილი სანიოლმა ისრაელთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზეც გაამახვილა ყურადღება. წლის პირველი თამაში თბილისში 26 მარტს ისრაელთან გაიმართება. საფეხბურთო გუნდი 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.