„ვია დოლოროსა“ - გზა გოლგოთისკენ

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა იერუსალიმში. „ვია დოლოროსას“ გზას გოლგოთისკენ ათასობით მომლოცველი გადის. ესა 600 მეტრი სიგრძის გზაა, რომელიც ჯვარცმამდე იესო ქრისტემ განვლო. ამ გზაზე მაცხოვარი თოთხმეტჯერ გაჩერდა. „ვია დოლოროსას“ ათვლა პილატეს სასახლიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც უფალი პირველად შეჩერდა.

წმინდა მიწაზე იმყოფება „მოამბის” გადამღები ჯგუფიც – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.