ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოეს

15:23, 31.10.2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შალვა გოგოლაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭათ: კობა ახვლედიანს, ჯემალ არობელიძეს, ტრისტან გულბიანს, დავით კვინიკაძეს, ბექა ლომთაძეს, ნოდარ მაკალათიას, თეიმურაზ მურღულიას, ტარიელ მარგველაშვილს, ნუგზარ მამულაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, რევაზ ჩაჩხიანსა და ჯამბულ ღონღაძეს.

მსგავსი