ვეტერანი კალათბურთელი თამაზ ჩიხლაძე #ტაიმაუტი

ძალიან საინტერესო და იშვიათი რესპოდენტი და უნიკალური კადრები. ვეტერანი კალათბურთელი, დინამო თბილისის ლეგენდა თამაზ ჩიხლაძე, რომელსაც ვთხოვეთ ქართული კალათბურთის ოქროს ხანაზე მოეთხრო. სპორტის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ , რომ დინამომ 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ან არ ახსოვდეს, რომ 1969 წელს დინამოელები ძალიან ახლოს იყვნენ კიდევ ერთი ევროპული თასის, თასის მფლობელთა თასის მოგებასთან. სწორედ ამ ძალიან საინტერესო პერიოდის შესახებ მოგითხრობთ და თასების თასის ნახევარფინალის დინამოსა და ათენის პანათინაიკოსის ორივე მატჩის უნიკალურ კადრებსაც ერთად ვნახავთ.

ტაიმაუტი