საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე, ირაკლი დოლაბერიძე ვეტერან კალათბურთელთა ტურნირს დაესწრო. ტურნირში საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და საქართველოს ქალთა და მამაკაცთა გუნდები მონაწილეობენ. ვეტერან კალათბურთელთა საერთაშორისო ტურნირი საკალათბურთო კლუბ „სოხუმის კოლხას“ ინიციატივით პირველად ტარდება. გამარჯვებული გუნდი დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება.