ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება. მსჯელობენ 13 პირის ეპიზოდზე. მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. კერძოდ კი საუბარია ვიდეომასალაზე. პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.