ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლოები გრძელდება. დღეს ალექსანდრე გოგოლაძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 პირის ეპიზოდზე იმსჯელეს. ბრალდებულებმა სასამართლოს ირაკლი კობახიძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მომდევნო ორ სხდომას ბრალდებულები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. დღევანდელ პროცესზე ასევე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. გამოიკვლიეს საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებიც.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები ხუთ ეპიზოდად მიმდინარეობს.