ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის ეპიზოდს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. მხარეები ბრალდების მხარის მოწმეს გამოკითხავენ, რომელიც საქმეზე მთავარი გამომძიებელი იყო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.