4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება – მსჯელობენ ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის ეპიზოდზე. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოუსმენენ ექსპერტებს. აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.