სისხლის სამართლის მასალები, რომელთა მოპოვებაც ამ დროისთვის გამოძიებამ შეძლო, უკვე გადაეცა დაცვის მხარესა და სასამართლოს. უცნობია, დევს თუ არა მტკიცებულებათა ნუსხაში იმ ექსპერტიზის შედეგი, რომელმაც ოთხ ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედით“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან ბაჩო ახალაიას ხმის შესაბამისობის საკითხი უნდა დაადგინოს. მხარეთა ინფორმაციით, ექსპერტიზები ჩატარებულია, თუმცა, არის თუ არა ამ ეტაპზე კონკრეტული ფონოსკოპიური ექსპერტიზის შედეგი, არ კონკრეტდება.
4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულმა ბაჩო ახალაიამ არ დამალა, რომ ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეას ემხრობოდა, თუმცა, ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა.
სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური აქცენტები თათია ტაბეშაძის რეპორტაჟში.