ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირი გურჯაანში

გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის მიზანი ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაციაა. საერთაშორისო ველორბოლა საქართველოში პირველად ტარდება. დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ველომრბოლელი.