ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და მაია ბოკერიას სასამართლო პროცესი
რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა გამოძიება ჟურნალისტ ცოლ-ქმარსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს, მაია ბოკერიას კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.