ვასილ ბალახაძის წიგნის პრეზენტაცია
გორში ვასილ ბალახაძის ახალი წიგნის – „ამბები სპორტული ქალაქიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გორის სპორტის მეოცე საუკუნის ისტორიას ეხება. მასში მოცემულია ამბები ტიტულოვანი და ნაკლებად ცნობილი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული მოვლენების შესახებ. წიგნი სპორტის სამინისტროს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.