ვაშინგტონი ახალ მოკავშირეს ეძებს

ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას გააჭიანურებს, ამის მიუხედავად ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან. ომში მყოფი ქვეყნების პირველი პირებისგან იმედგაცრუების შემდეგ, დონალდ ტრამპი მშვიდობისთვის ახალ მოკავშირეს ეძებს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავს. შეძლებს თუ არა სი ძინპინი რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართოს, ამის პროგნოზირება ახლა რთულია, თუმცა, ჩინეთის გავლენა რუსეთზე რომ საკმაოდ დიდია, ამას თავად ტრამპიც აღიარებს.