ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

21:20, 22.02.2025

ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირება მოხდა – მოკლულია საქართველოს ერთი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. ვარშავის პოლიციის ცნობით, 31 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

 

მსგავსი