ვარკეთილში უმისამართოდ გასროლილი ტყვიით მამაკაცი დაიღუპა

ვარკეთილში უმისამართოდ გასროლილი ტყვიით მამაკაცი დაიღუპა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა.

გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა პირმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.