ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მმართველ გუნდში აფასებენ.

“ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ ევროპის საბჭოს შეფასებები და პოზიცია ლოგიკურია, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო.