ვალერი ზალუჟნის განცხადება
დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში, – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს უშლის ის, რომ ნატო დღემდე მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზეა დაფუძნებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.
ვალერი ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატო-ს პოტენციალიც. „სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.